ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მძევლების ვინაობა დაასახელეს, რომლებსაც „ჰამასი“ ხვალ გაათავისუფლებს

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ხვალ, 30 იანვარს, ღაზიდან კიდევ სამ მძევალს გაათავისუფლებს.

მათივე ცნობით, მძევლები, რომლებსაც ხვალ გაათავისუფლებენ არიან – არბელ იეჰუდი, აგამ ბერგერი და გადი მოშე მოზესი.

გარდა ამისა, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ „ჰამასი“ ხვალ ხუთ ტაილანდელ მძევალს გაათავისუფლებს.

ამ ეტაპზე ღაზაში ჯერ კიდევ რვა ტაილანდელი, ერთი ნეპალელი და ტანზანიელი მძევალი რჩება. თუმცა, ტაილანდის ორი მოქალაქე გარდაცვლილად გამოცხადდა, ისევე როგორც ტანზანიელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები