ევა ბოჭორიშვილი – 6-მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს არის დამატებით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურია

საინვესტიციო კომპანია „Gult & taggart“-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა.

“როდესაც მშენებლობის ეს პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, დამატებით ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის ერთნახევარი პროცენტული პუნქტით ყოველწლიურად და ეს არის დამატებით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურია.

მეორე ეფექტია უძრავი ქონების სტანდარტების თვისებრივი განვითარება, რაც ბოლო წლებში სახეზეა და ამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ ქვეყანას სხვა ღონისძიებებთან ერთად შესაძლებლობას მისცემს, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი ან ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის უძრავი ქონებით არის დაინტერესებული“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები