მერი ჩაჩანიძე: „ემაარ ჯგუფის“ საქართველოში შემოსვლა რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო მესიჯია სხვა პოტენციური ინვესტორების
„ემაარ ჯგუფი“ ძალიან დიდი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც წარმატებულად ოპერირებს მსოფლიოს 36 ბაზარზე, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა, აზია, შუა აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ამერიკა და ა.შ.,“- ამის შესახებ თი-ბი-სის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა მერი ჩაჩანიძემ განაცხადა.
„ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლა რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო მესიჯია სხვა პოტენციური ინვესტორების. გაჟღერებული იყო, რომ ეს ინვესტიცია ჩაიდება დეველოპმენტისა და მშენებლობის სექტორებში. ამ ინვესტიციას გავლენა ექნება არა მხოლოდ ამ სექტორებზე, არამედ სხვა თანამდევი ეფექტი ექნება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურის სექტორი და ადგილობრივი ბიზნესი“, – აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ.