”ბევრი აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ბევრი ამბობს – საერთოდ ძნელი გასაგებია, რასაც ახლა საქართველოს საზიანოდ ამბობსო” – დავით ჩიხელიძე

”ბევრი აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ბევრი ამბობს – საერთოდ ძნელი გასაგებია, რასაც ახლა საქართველოს საზიანოდ ამბობსო და პარალელს ავლებს მის განცხადებასთან – ადრე, როდესაც მან 2008 წელს ომის დაწყებაში დაადანაშაულა საქართველო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“როდესაც ანალიზის წერტილს არასწორად ვირჩევთ, მაშინ ძნელი გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამე მარტივდება, თუ უბრალოდ სწორი რაკურსიდან შევხედავთ ანალიზის საგანს.

ნუ უყურებთ ზურაბიშვილს, როგორც ქართველს ან ქვეყნის გულშემატკივარს, შეხედეთ – როგორც კომპრადორს და რეზიდენტს და მაშინ მისი ნაბიჯები იოლი გასაგები და ბუნებრივი ხდება.

სწორედ ასე უნდა ლაპარაკობდეს და იქცეოდეს ჩანერგილი გავლენის აგენტი, რომელიც ჩანერგვის ქვეყანას თავისი პატრონების სათამაშო მოედნად აღიქვამს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები