სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია მომდევნო 10 დღეში შეეცდება ახალი მთავრობის ფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერმინისტრის გადადგომა.
“ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში გაიმართოს. დროებითი მთავრობა არ განიხილება” – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ბელგრადში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე, ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ვუჩევიჩის თქმით, თანამდებობას დატოვებს ნოვი-სადის მერი მილან ჯურიჩიც.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ვუჩევიჩის გადადგომა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა გახდება. მისი გადადგომა სერბეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც 30 დღე ექნება, აირჩიოს, ახალ მთავრობას დაამტკიცებს თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამართავს.