ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა და თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს შეხვდება.
როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ადასტურებს.
„ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ტრამპი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მოლაპარაკებებს გამართავს“, – აღნიშნავს ადგილობრივი მედია.