გურამ ოქროპირიძე: პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 20 %-იანი მატება გაზრდის მწვრთნელების დაინტერესებას და მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე გურამ ოქროპირიძემ განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს წინა სხდომაზე „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შესახებ ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, 2025 წლის ბიუჯეტში, შესაძლებლობების ფარგლებში, გაეთვალისწინებინათ პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კი მისივე თქმით, განიხილება ბიუჯეტის პროექტში ცვლილება, რომლითაც მწვრთნელთა ხელფასების 20%-იან ზრდაა გათვალისწინებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ პროექტში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ფინანსების ზრდა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა. პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 20 %-იანი მატება გაზრდის მწვრთნელების დაინტერესებას და მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ. მადლობა ამისთვის დედაქალაქის მერს. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც ემსახურება დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას სპორტით“ , – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები