“სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია” – თემურ მღებრიშვილი

“სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია”, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია.

„პირველი ეკიპაჟი ოთხ წუთში მივიდა, რამაც მოგვცა საშუალება, ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. დაიწვა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ტანსაცმელი, პლასტმასი. ამ ეტაპზე მოხსნილია ცეცხლის გავრცელების საფრთხე“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

“ლილო მოლში” ცეცხლი ხუთი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები