ლევან არველაძე: აბუ დაბიში გაფორმებულ მემორანდუმს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება

„აბუ დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან გაფორმებულ მემორანდუმს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„გაფორმებული მემორანდუმი უპრეცედენტო, ექვსი მილიარდი დოლარის, ინვესტირებას ითვალისწინებს. ამ ინვესტიციით მნიშვნელოვანი პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში განხორციელდება. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ლევან არველაძემ.

მისივე თქმით, გაფორმებულ მემორანდუმს ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ დარგებისთვის, რომლებშიც ინვესტიციები განხორციელდება, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები