აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის საქმის გამოძიებაზე მომუშავე რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე მომუშავე რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა,- ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„სიენენის“ ინფორმაციით, მოქმედი გენერალური პროკურორის, ჯეიმს მაკჰენრის თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ ვერ ენდობიან ტრამპის დღის წესრიგის კეთილსინდისიერად განხორციელებაში.
„თქვენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეთ პრეზიდენტ ტრამპის სისხლის სამართლებრივ დევნაში. მთავრობის სათანადო ფუნქციონირება კრიტიკულად არის დამოკიდებული ნდობაზე, რომელსაც ზემდგომი მოხელეები უცხადებენ თავიანთ ხელქვეითებს. თქვენი მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივ დევნაში, არ მჯერა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეუძლია, გენდოთ პრეზიდენტის დღის წესრიგის კეთილსინდისიერად განხორციელებაში“, – აღნიშნულია წერილში.