აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 29 წინააღმდეგი იყო.

ბესენტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატში გამართული მოსმენის დროს ბესენტმა განაცხადა, რომ 2017 წელს შემოღებულმა საგადასახადო შეღავათებმა პერმანენტული სახე უნდა მიიღოს. მისი თქმით, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის პრობლემა არა შემოსავლებში, არამედ მის ხარჯვაშია.

ცნობისთვის, სენატში გამართულ მოსმენაზე ბესენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „საკმარისად გულუხვი არ იყო“ და ის სრულად დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას. მისივე განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური გეგმები სამომხმარებლო ფასებს დასწევს, ხოლო ხელფასებს გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები