მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა
“2025 წლის 24 იანვარს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა” – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
“განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და მზარდ პოტენციალს. აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მნიშვნელობა და მისი წარმატებული მუშაობა. დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას” – ნათქვამია ინფორმაციაში.