პაატა სალია: კონკრეტული ძალები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ, თუ ეს არ გამოვიდოდა არჩევნებით, ძალადობრივი გზით უნდა მომხდარიყო

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, პაატა სალიას განცხადებით, კონკრეტული ძალები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ.

მისივე თქმით, თუ ეს არ გამოვიდოდა არჩევნებით, ძალადობრივი გზით უნდა მომხდარიყო.

„საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ძალები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ. თუ ეს არ გამოვიდოდა არჩევნებით, ძალადობრივი გზით უნდა მომხდარიყო. ტრამპი მათ დიფ სთეითს ეძახის და ერთ-ერთი განკარგულებაა, რომ ადმინისტრაცია გაიწმინდოს დიფ სთეითისგან. ეს ხელს შეუწყობს, რომ იმ ძალებს, რომლებიც დღეს სლოვაკეთშიც ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას, გამოეცალოთ დასაყრდენი“, – აღნიშნა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები