ირაკლი ზარქუა – ჯო უილსონზე: FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ოპოზიციის გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება, თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის

FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჯო უილსონი რომაა, ამერიკელი, ის ჯიგარი, შემდეგი თვიდან ჩვენ ვქირაობთ მის „ტვიტერს“. ახლა „ნაცებს“ აქვთ დაქირავებული. ასე რომ, შემდეგი თვიდან თუ შევთანხმდებით ფასზე [დავიქირავებთ]. როგორც აღმოჩნდა, მის „ტვიტერზე“ რა განცხადებაც იდება, თურმე ფინანსდება. FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის. ჩვენც გვაქვს ის მოლოდინი, რომ შემდეგი თვიდან ჩვენ დავიქირავებთ მის „ტვიტერს“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები