მედია: ტრამპი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად საკუთარი დაცვის უფროსის დანიშვნას აპირებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, საკუთარ დაცვის უფროსს, შონ კერანს დანიშნავს- ინფორმაციას CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, კერანი ტრამპის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და არჩეულ პრეზიდენტთან ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა.
როგორც CNN წერს, რომ რამდენიმე წყარომ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კერანს არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ისეთი დიდი და რთული უწყების ხელმძღვანელობისთვის, როგორიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურია.