კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე ჩადენილ მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა მოუწევს
„მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია იმ თავისი ქმედებებით და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია.
როგორც მან მედიასთან საუბრისას თქვა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
„მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.