შალვა პაპუაშვილი: კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს – მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში
კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში. 2025 წელი ყოფილიყოს სიკეთის, კეთილდღეობის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მომტანი წელი. მინდა მთელს მოსახლეობას მივულოცო შობა-ახალი წელი. ბედნიერება ყოფილიყოს თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გულში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.