ირაკლი კირცხალია: პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს
პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება და არის ადეკვატური პასუხი. შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ ამ ლიბერალმა ფაშისტებმა, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.