ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი – მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ
“ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუდის ქვეშ, მათი ხვედრია ეს, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აცხადებს.
„აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ის, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა, ეს იყო ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან გამოცდილია, შესაბამისად, მათ ეს საფრთხე რომ დაინახეს და რეალურად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 54% ამ არჩევნებზე. გაყალბებასთან დაკავშირებით, თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ზღაპრები, რომელიც მეორე დღიდანვე გამოიყენეს, აბსოლუტურად არაფერი მოხვედრილა ეუთო/ოდირის ანგარიშში. მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის სრულიად გაქარწყლებული. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, ეგეც არ იციან”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის დაპირისპირება ოპოზიციაში ამჯერად, ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ოს ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.