სოზარ სუბარი: არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სააკაშვილის ხელისუფლებას იმისთვის, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში სადმე ყოფილიყო დაფიქსირებული ტერმინები, ოკუპაცია და ოკუპანტი

“არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სააკაშვილის ხელისუფლებას იმისთვის, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში სადმე ყოფილიყო დაფიქსირებული ტერმინები: ოკუპაცია და ოკუპანტი. ამაზე ბრძოლა დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ერთი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მოესწრო ჩვენს მოსვლამდე, ეს არის ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლო. ის ისე დამთავრდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება და პრაქტიკულად საქართველო გამტყუნდა და არა მხოლოდ გამტყუნდა, არამედ გაეროს სასამართლომ თავზე გადაგვახია ეს სარჩელი, გვითხრეს, რომ თქვენ არ წარმოგიდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ოკუპაციას და რუსეთის აგრესიას ცხადყოფდაო. განვმარტავ, რომ ეს არ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ორი სხვადასხვა სასამართლოა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საბედნიეროდ ვერ მოასწრო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძიების დამთავრება და ჩვენს პერიოდში ჩვენ მოვიგეთ, თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ თანამშრომლობდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები