თამთა მეგრელიშვილი: ევროპაში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა
“პოლიტიკური კრიზისი ევროპაში საკუთარ თავს ვეღარ მალავს”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობის გააზრება კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს.
“პოლიტიკური კრიზისი ევროპაში საკუთარ თავს ვეღარ მალავს.
ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ბელგია, რუმინეთი, ბულგარეთი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია.
არსებული პოლიტიკური “კრიზი” იწვევს არასტაბილურობის განცდას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩამოთვლილი ქვეყნების აქამდე მშვიდობიან, განვითარებაზე ორიენტირებულ მომავალს.
ავსტრია – სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, (შესაძლო) კანცლერი (კანდიდატი) გადადგა;
საფრანგეთი – ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში მორიგ ჯერზეც იშლება;
გერმანია – ხელისუფლება ჩამოიშალა;
ნიდერლანდები – უფუნქციო მთავრობა ფაქტობრივად ჩამოიშალა;
ესპანეთი – მთავრობა ბიუჯეტს ვერ იღებს;
ბელგია – ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა;
რუმინეთი – გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნები და სათავეში ისევ არაპოპულარული მთავრობაა;
ბულგარეთი – სავარაუდოა კვლავ ახალი არჩევნების ჩატარება.
ეს ჩამონათვალი არის მძიმე ფაქტი იმისა, რომ ქვეყნებმა არსებულ პოლიტიკურად ტურბულენტურ ზონას ვერ გაართვეს თავი და დიდ კრიზისში არიან.
ამ ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა და ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების წინააღმდეგ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს ხელი უნდა შევუშალოთ.
მშვიდობა და განვითარება ქართულ სახელმწიფოს!” – წერს თამთა მეგრელიშვილი.