გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე ათი თვეა არ მქონია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ვერ უპასუხებს, რადგან მის განცხადებებში არ იყო პოლიტიკური კონტექსტი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე ათი არ მქონია და შესაბამისად, მასზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე ივანიშვილის გავლენა, შეიძლება დახასიათდეს იმ ღია განცხადებებით, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა გააკეთა. “ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე ათი თვეა არ მქონია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჩემზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შეიძლება დავახასიათოთ იმ ღია განცხადებებით, რომლებიც ბატონმა ბიძინამ გააკეთა. მის ორივე განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა, რომელსაც ვერც ვუპასუხებ, რადგან არც მის კრიტიკაში იყო პოლიტიკური კონტექსტი. არსად არ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მე სხვა პოლიტიკური ორიენტირი ავირჩიე. საუბარია ისევ ჩვენი პირადი ურთიერთობიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე… ამაზე პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ. ჯერ ერთი, ასეთ თემებზე ძალიან ძნელია ლაპარაკი ტელევიზიით და მეორე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი ურთიერთობიდან რაღაც ნაწილი ამოგლიჯო. ჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგებს მოვერიდოთ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები