სვიმონ ჯანგულაშვილი: ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს და მოიშოროს ძალის გადამეტებაში მხილებული ყველა ძალოვანი

Საზოგადოება ,,ქართულის’’ თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმიანება, რომელზეც კოლექტიური ბილწსიტყვაობაა ასახული:

„ბადრის რა? – დედის …” ამას ყვიროდნენ 7 ნოემბერს.
მასობრივ სუფრებს აწყობდნენ, გიგანტური საცივი, გიგანტური საწნახელი. კომკავშირულ-კომუნისტური აქციები. ცხადია, სააკაშვილიც და მისი ელიტაც წარჩინებული, ფრიადოსანი კომკავშირელები და ბოლშევიკები იყვნენ. პიონერთა და ოქტომბრელთა მარშებში გაიზარდნენ. 7 ნოემბერსა და 1 მაისს უყურებდნენ – მეაბრეშუმეთა მარშს, თბილისის ელვამავალ-შემკეთებელი ქარხნის მუშათა მარშს, პედაგოგების მარშს და ა.შ… სწორედ მათ ტვინებში დაიბადა ეს მახინჯი და სასაცილო ფორმები, რაშიც გარდაქმნეს გ უ ლ წ რ ფ ე ლ ი მოქალაქეების პროტესტი… მაგრამ, ყველაზე ამაზრზენი ეს კოლექტიური გინებაა. რაც, ისევ და ისევ, მათი სტილია 2007 წლიდან მოყოლებული.

ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რისთვისაც შეიძინეს მილიონობით ლარის პიროტექნიკა. მათთვის საჭიროა მსხვერპლი, საჭიროა მასობრივი დაპირისპირება, ხალხის ერთი ნაწილის მეორეზე გადაკიდება და სისხლის ღვრა.

მხოლოდ ასე მიაღწევენ ისინი თავის საწადელს. პიროტექნიკით პარლამენტზე და პოლიციაზე შეტევამ საკმარისი მსხვერპლი არ მოიტანა და ახლა სჭირდებათ ახალი სიგიჟე, ახალი სისხლის ღვრა.

ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს და მოიშოროს ძალის გადამეტებაში მხილებული ყველა ძალოვანი. უნდა გათავისუფლდნენ ის ახალგაზრდები, ვინც უდანაშაულონი არიან. ხოლო, ვინც დამნაშავეა, მათ ლმობიერი და პირობითი სასჯელი უნდა აკმარონ და უნდა გაათავისუფლონ.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ყველაზე მეტად, უზომოდ სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც მარგინალური, ისტერიული, რადიკალური მდგომარეობისაკენ კი არ წაიყვანს 700 ათას ადამიანს, არამედ, ჯანსაღი და კეთილი გზისაკენ.

კოლექტიური სიგიჟე და ისტერია, რადიკალიზმი და სიძულვილი მხოლოდ დაგვღუპავს!

„ქოცები” კი, ანუ, ქართული ოცნების მილიონ-ნახევარი მხარდამჭერი, არ უნდა ავყვეთ არავითარ შემთხვევაში ამ სიგიჟეს. გვაგინებენ იმიტომ, რომ სასოწარკვეთაში არიან, გაბოროტებულები არიან. ხედავენ, რომ ჩიხში შევიდნენ.

არ დაგვავიწყდეს – სატანა პუტინს აქვს კანონმდებლობა – თუკი რუსეთის მეზობლად “ფერადი” რევოლუცია ხდება, მას იქ ჯარი შეჰყავს. სწორედ ამ “სატოპკეს” უგდებენ პუტინს ელენე ხოშტარია და სააკაშვილი, გვარამია და გირჩი. სიტყვით აგინებენ და საქმით მის სასარგებლო ქმედებებს აკეთებენ. ასეთები არიან.

უამრავი პრობლემა გვაქვს. პირველ რიგში – ეკონომიკური. ამას უნდა მიხედოს ხელისუფლებამ. ყველას გვინდა ევროკავშირში საქართველოს გაერთიანება. მაგრამ, ისე უნდა ვქნათ, რომ მანამდე აქ ერთმანეთი არ გავანადგუროთ…

პატიება, კომპრომისი, სიკეთე – მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.” – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები