კახა კალაძე: ვწუხვარ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ყოფილი მერის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო.

„ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში. ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები