სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირები არ ასახელებენ დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. სავარაუდოა, რომ დაღუპული ადამიანები თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, ხოლო დაშავებულები – საწარმოში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.