FBI ადასტურებს, რომ ნიუ ორლეანში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაადასტურა, რომ ნიუ ორლეანში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც.

მანამდე ნიუ ორლეანის სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხს შეეჯახა. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ სროლა ატყდა – თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები