აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა და ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დონალდ ტრამპმა 2023 წელს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, რომელიც მას 5 მილიონის გადახდას აკისრებს.
ამასთან, ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მოსამართლემ უამრავი შეცდომა დაუშვა.
როგორც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა აღნიშნა, „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.