მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, სადაც ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა, ხმაური და დაპირისპირებაა.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შემდეგ მძღოლმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველ რიგში, დახმარება მძღოლებს გაუწია, ნაცვლად იმისა, რომ გარდაცვლილებთან მისულიყვნენ.
აღნიშნულ ქმედებას ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მათ სასწრაფოს მანქანა გადაატრიალეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.