“დასავლეთზე იდეალისტური წარმოდგენა საზოგადოების დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად გაუფერულდა, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების ფონზე” – ზაალ ანჯაფარიძე

“საქართველოში საზოგადოების ნაწილმა გულუბრყვილოდ ჩათვალა, რომ აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას გულისხმობდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დასავლეთზე იდეალისტური წარმოდგენა საზოგადოების დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად გაუფერულდა, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების ფონზე.

თუმცა, ბოლო წლების მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა ის, რომ, სხვადასხვა ფორმით, საგულდაგულოდ შეფუთული დასავლური ინტერვენცია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ემსახურებოდა იმას რომ საქართველოს მორგებოდა დასავლეთის ინტერესებს, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენსას. დასავლეთში კი თვლიან, რომ მათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აქვთ ამის სრული უფლება, რადგანაც აქ ფული ჩადეს. დასავლური ულტრალიბერალიზმის აბები რთული გადასაყლაპი და მოსანელებელი აღმოჩნდა ჩვენი ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული საზოგადოებისათვის. დასავლეთზე იდეალისტური წარმოდგენა საზოგადოების დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად გაუფერულდა, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების ფონზე.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ცხოვრების არაერთი სფერო უკვე გაჟღენთილია დასავლური გავლენებით. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა დიდწილად ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსზეა“ დაფუძნებული (დეტალები იხ. პირველივე კომენტარში). კულტურა, რომელმაც ადამიანი უნდა აღაზევოს, მის ნიველირებას ახდენს. სხვა სფეროებს აღარ ჩამოვთვლი, სიტყვა რომ ძალიან არ გამიგრძელდეს. საზოგადოება ჩემი შეხსენების გარეშეც ხვდება ბევრ რამეს.

ვნახოთ, გახდება თუ არა 2025 წელი იმის დასასრულის დასაწყისი, რაც იყო აქამდე“ და თვისობრივად ახალი ალტერნატივის გაჩენის ათვლის წერტილი”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები