მაია ნიკოლეიშვილი: ეს ბულინგი მეტი არაფერია, თუ არა ვირუსული გავრცელება იმის, რაც მათ აქვთ ჩადებული

ეს ბულინგი მეტი არაფერია, თუ არა ვირუსული გავრცელება იმის, რაც მათ აქვთ ჩადებული, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა რადიკალების მიერ მიმდინარე ბულინგზე.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია, ჯაჭვი არის ერთ-ერთი რგოლი იმ დიდ ჯაჭვში, რომელსაც ჰქვია პოლიტტექნოლოგია „ფერადი რევოლუციების“.

„მათ ავიწყდებათ, რომ პირველი „ფერადი რევოლუცია“, რომელსაც ჩვენ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გავეცანით, ეს არ არის კანვასი, ბევრად უფრო ძველია, 1917 წლის „ფერადი რევოლუცია“, როდესაც იყო აბსოლუტური მხარდაჭერა დასავლეთის და როდესაც ლენინი, ტროცკი აორგანიზებდნენ შიგნით უკვე ამ მეთოდებით. ზუსტად ერთი ერთზე ვთქვათ, რომ ეს არის ტროცკისტები და ლენინელები. ახალი აქ არაფერი არ არის, უბრალოდ ეს ტექნოლოგია გადამუშავდა.

ლენინიზმის ლაბორატორიები, რომელიც ამერიკაში უხვად არის და ამ ლაბორატორიებიდან მოეწოდა უკვე გასაგებ ენაზე, ადაპტირებული მოეწოდა საქართველოს, უკრაინას და ა.შ. პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, ლენინის და ტროცკის ტექნოლოგიები.

ახალი აქ არაფერი მოგონილი არ არის. ყველაფერი არის ის, გაფიცვები, ფოსტა-ტელეგრაფი, ქარხნები, პროლეტარები და ა.შ. ეს ადამიანები, დღევანდელი, ჩათვალეთ, რომ ლენინის დროინდელი, 1917 წლის პროლეტარები არიან, რომლებსაც ძირითადი ჰქონდათ ის, რომ მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. მაგრამ განსხვავება არის ძალიან დიდი. დასაკარგი ამ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, აქვთ, ვინაიდან გაფიცულებმა თქვეს, ჩვენს კრედიტებს ვინ გადაიხდისო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები