ვლადიმერ ბოჟაძე: პირველი ამოცანა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნება

პირველი ამოცანა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნება. ბოლო თვეებია, პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ კონსტიტუციურად პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს ისე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ის ავტორიტეტი, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც კონსტიტუციამ მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ პირადი იმიჯი დააზიანა, არამედ დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯი, როდესაც პრეზიდენტის სიტყვას, განცხადებას, ქმედებას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები