ანსამბლი „დიდგორი“: სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი – ასე ვიცხოვრეთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას!
ანსამბლი „დიდგორი“ ხელოვანების მიმართ ბულინგის კამპანიას ეხმაურება.
„დიდგორის“ არსებობის 20 წლის მანძილზე არაერთმა პოლიტიკურმა ქარტეხილმა გადაუარა ჩვენს სამშობლოს. გვახსოვს დევნა, მუქარა, ანსამბლის მოქცევა სრულ იზოლაციაში, სწორედ იმ ზოგიერთი კოლეგისგან, ვინც დღეს მოგვიწოდებს ბოიკოტისკენ, გაფიცვისკენ, ხალხისთვის არსიმღერისკენ. სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი – ასე ვიცხოვრეთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას! ჩვენს სამშობლოს ვუსურვებთ ერთობას, გამთლიანებას, ხალხს კი – სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. დღეს საღამოს შევხვდებით სამტრედიაში“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.