„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

გიორგი პაპავამ თითოეულ ბავშვს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„უკვე ტრადიციად იქცა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ძალიან გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, ახალ წელს ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული. მინდა თითოეულ ბავშვს, მოზარდს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო!“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო ფონდი „მომავლის გზა“, რომლის ბენეფიციარებიც არიან ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები