ლევან მაჭავარიანი მიხეილ ყაველაშვილზე: ის იხელმძღვანელებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

,,განსხვავებით წინა პრეზიდენტებისგან, ის იხელმძღვანელებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყაველაშვილს ვერანაირი გარე ძალა ვერ აიძულებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას.

“ბატონ ყაველაშვილს ხვდება ძალიან მძიმე მემკვიდრეობა არამარტო სალომე ზურაბიშვილისგან, არამედ მისი წინამორბედებისგანაც. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორი დისკრედიტირებულია ყოფილი პრეზიდენტების მიერ, ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ბატონი ყაველაშვილი ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს და განსხვავებით წინა პრეზიდენტებისგან, იგი იხელმძღვანელებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მას ვერანაირი გარე ძალა და აქტორი ვერც დაარწმუნებს და მითუმეტეს, ვერც აიძულებს, რომ რამე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები