ირაკლი კირცხალია მიხეილ ყაველაშვილზე: ის არის ქვეყნის პატრიოტი, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი

“დარწმუნებული ვარ და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ის, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ყოველთვის იხელმძღვანელებს თავისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
კირცხალიას შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი და “ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.”

“29 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ისტორიული დღეა საქართველოს ისტორიაში, რადგან პირველად, საპარლამენტო მოწყობის კლასიკური ცერემონია იმართება, ვინაიდან ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორაა არჩეული ბატონი ყაველაშვილი.

რაც შეეხება მის პრეზიდენტობას – დარწმუნებული იყოს ერი და საზოგადოება, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. დარწმუნებული ვარ და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ის, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ყოველთვის იხელმძღვანელებს თავისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით,” – აცხადებს ირაკლი კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები