ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით… უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს“, – წერს წილოსანი.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები