მამუკა მდინარაძე ბაიდენის ადმინისტრაციაზე: ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც“, – წერს მამუკა მდინარაძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები