ხვალ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება
ხვალ, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.
ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართველოს მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სახელმწიფო ჰიმნს სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ.