ანი კეკუა: ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა – ჩვენს პატარა ქვეყანაში საყვარელი საქმე ვაკეთოთ
საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების მისამართით წარმოებულ კამპანიას და შევიწროებას ქართველი შემსრულებლები ეხმიანებიან.
მომღერალი ანი კეკუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ყოველი ახალი წლის წინა პერიოდი სხვადასხვა მიზეზებით არის ხოლმე დაძაბული, მოჭიმული, რაღაც სასწაულის მოლოდინი. ამ წელსაც, რთული პერიოდების შემდეგ მოდის ახალი ენერგეტიკითა და პერსპექტივებით. ბედნიერ, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გვეცხოვროს, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში საყვარელი საქმე ვაკეთოთ“, – წერს ანი კეკუა.