„ვინივერიას“ თანადამფუძნებელი: ოკუპანტ ქვეყანაში რამის გაყიდვა და იქიდან ფულის გამოტანა არ არის ცუდი ქმედება

“ოკუპანტ ქვეყანაში რამის გაყიდვა და იქიდან ფულის გამოტანა არ არის ცუდი ქმედება”, – ამის შესახებ კომპანია „ვინივერიას“ თანადამფუძნებელმა, გია პირადაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

ამასთან, ის ახდენს შედარებას ჩინეთთან და აცხადებს, რომ მისთვის „არც ჩინეთია მისაღები, როგორც პოლიტიკური ქვეყანა“.

ხოლო დაზუსტებაზე, რომ ჩინეთი ოკუპანტი არ არის, პირადაშვილი პასუხობს: „მერე, რა მოხდა. ოკუპანტ ქვეყანაში რამის გაყიდვა და იქიდან ფულის გამოტანა არ არის ცუდი ქმედება… ვისურვებდი, რომ მეტი იყოს [თანხა]”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები