რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა 2024 წელს სამართალდარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა 2024 წელს სამართალდარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს.

წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1125 კუბური მეტრი შეადგინა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 78 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 24 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები