ნანა კაკაბაძე: ნაც-პროპაგანდისტები არ მალავენ, რომ ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში „ოცნების“ ლიდერებს ოჯახების ამოწყვეტით, ხოლო ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენად მიჩნეულ „იმედის“ ტელევიზიას მიწასთან გასწორებით ემუქრებიან

ოპო-მედიამ ბოლო ორ დღეში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მედიასთან საერთო არაფერი აქვს. იგი მხოლოდ ნაცების აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებას წარმოადგენს, – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

ფარისევლობავნაც-მედია უნდა გერქვას შენ! ოპო-მედიამ ბოლო ორ დღეში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მედიასთან საერთო არაფერი აქვს. იგი მხოლოდ ნაცების აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებას წარმოადგენს და ცდილობს მოვლენების იმგვარ წარმოჩენას, რომ ყველანაირი საშუალებით, ნებისმიერი ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურ-დაურიის, საკუთარი ბოროტი ინტერპრეტირებით ხელისუფლებას დარტყმა (ან ჩხვლეტა მაინც) მიაყენოს, ხოლო ნაცებს ქულები დააწერინოს.

ამჯერად ნაც-პროპაგანდისტებმა საკუთარი თავი ფარისევლობაში ამხილეს „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული „სენსაციის“ გამოცხობის მცდელობის დროს. პრემიერ ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრისას თურმე რუხაძეს რაღაც შენიშვნა გამოუთქვამს და აკრიახდა მთელი სანაცეთი:

„ხედავთ, საკუთარი მომხრე ბიზნესმენებიც უპირისპირდებიან ბიძინას!“, „მორჩა, ქოცების საქმე წასულია!“ „დაიწყო შიგნიდან რღვევა!“ და ა. შ.

ამის დასადასტურებლად „მთავარ არხს“ თავისივე სიყალბის მტკიცებულებად,საკუთარი ინტერპეტაციითმოჰყავს რუხაძის მიერ ნათქვამი სიტყვები:

„პრემიერთან ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული სამუშაო გაქვს, ფხიზლად უნდა იყო. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს“. ტვ-1-ის ერთ-ერთმა მთავარმა ნაც-პროპაგანდისტმა ქალბატონმა დაწერა:

„რუხაძის განცხადებები ცალკე არ გაუნიუსებია „იმედს“, დააცენზურეს. ჩემი აზრით, ახლა ირაკლი რუხაძე, ნინია კაკაბაძე და სოფო შამანიდი ერთად უნდა მივიდნენ საზმაუსთან და მოითხოვონ ეთერი რუხაძისთვის თამთა სანიკიძის გადაცემაში.“

ამ ყველაფერს ირაკლი რუხაძის მოგვარე ერთ-ერთი ნაც-ფეისბუკ-პროპაგანდისტი ქალბატონი თინათინი ისე აღუფრთოვანებია, რომ აღტაცებით დაუწერია:

„რაც ძალიან მომწონს ამ რეჟიმის მხარდამჭერებში ისაა, რომ არავინ გაწირავს თავს რეჟიმის გამო“.

მოკლედ, ერთ დღეში ჩამორეცხა ნაც-პროპაგანდამ ტელეიმედის მფლობელ ირაკლი რუხაძეს მათგანვე მრავალჯერ შესხმული ტალახი, შეუქო ქოცების „ღალატი“ და საკუთარი პროპაგანდის კარგ მასალად დაიგულა.

მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა რუხაძე და საზოგადოებას დეტალურად განუმარტა პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრისას მის მიერ თქმული, რითაც გული დაწყვიტა ნაც-პროპაგანდისტებს იმით, რომ არც მოღალატე გამოდგა, არც მონა და არც მათი მსგავსი ფარისეველი. თურმე ნუ იტყვით და ოცნების პრემიერთან საკუთარი განსხვავებული აზრების თუ ეჭვების გამოთქმა შესაძლებელი ყოფილა. ჰოი საოცრებავ და თურმე პრემიერს შენიშვნაც კი შეიძლება მისცეს მისი გუნდის წარმომადგენელმა. აი, ეს ვერ წარმოიდგინეს ნაც-პროპაგანდისტებმა და დაასკვნეს, რომ რადგან სახელმწიფოს პირველი პირის ყველა სიტყვას ტაშისკვრით არ ეთანხმება ადამიანი ე. ი. მის ოპოზიციაში გადადის, თორემ ნაცებისთვის მათი ბელადის სიტყვაში ეჭვის შეტანა ხომ უდიდესი მკრეხელობაა და ავტომატურად ღალატს ნიშნავს?

მოკლედ, ყველა თავისი სტანდარტებით ზომავს და ამიტომაც სასურველის რეალობად წარმოჩენით ნაადრევად მონათლეს მონა-პროპაგანდისტებმა ირაკლი რუხაძე მათთვის ძალიან სასურველ და მისაღებ პერსონად.

როდესაც გაირკვა, რომ თურმე ირაკლი რუხაძის სიტყვები აღნიშნულ შეხვედრაზე მხოლოდ კონსტრუქციულობიდან და ოცნების ინტერესებიდან გამომდინარეობდა, იმავე დღეს იქცა ეს პერსონა დემონად, ოცნების სიძლიერის საძირკვლად და ნაცების #1 მტრად. ამის დასტურია მამალი ნაც-პროპაგანდისტის ზაზა ბიბილაშვილის ნააზრევი, რომელმაც მაშინვე დაწერა:

„გამარჯვების გზა არის რეჟიმის ჩამოშლა – როცა ელჩები, საჯარო მოხელეები და ძალოვნები ვეღარ უძლებენ სოციალურ წნეხს და აღარ ემორჩილებიან რეჟიმს, შესაბამისად, რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს კონტროლს…

მაგრამ ამას ხელს უშლის ტვ “იმედის” არსებობა და ქართველ ადამიანში ღრმად ჩაბუდებული კონფორმიზმი…

მაგრამ “იმედი” კერძო ტელევიზიაა, ვერ შევაწუხებთო, ამბობენ ტოპ-ტვინები… ამ ვითარებაში, ერთი ფაქტორი, რომელსაც გარდამტეხი როლის შესრულება შეუძლია ამ სცენარის წარმატებაში, მკაცრი ფინანსური სანქციებია – პირველ რიგში, ტვ “იმედის”, პოსტივის და სხვა პროპაგანდისტული არხების მფლობელებისა და სახეების წინააღმდეგ, რომლებიც – განსხვავებით კობახიძე-პაპუაშვილებისგან – ძალიან მგრძნობიარენი არიან საერთაშორისო კონიუნქტურის მიმართ“.

მოკლედ, გამოიკვეთა ნაცების მთავარი სამიზნე – ნაც-პროპაგანდისტი ბიბილაშვილი გვარწმუნებს, რომ როგორც ქართულ ზღაპრებშია ხოლმე დევის სული მოთავსებული ცხრა მთას იქით გადამალულ რომელიღაც ჭურჭელში, ისე ოცნების სული ტვ იმედშია და მისი ლიკვიდაციაა საჭიროო.

კიდევ ერთი ნაც-ფეისბუკ-პროპაგანდისტი ლიკა შავგულიძე-ბასილაია უფრო შორს მიდის და გვეუბნება, რა იქნება ბოლოს (ალბათ, „იმედის“ ლიკვიდაციის შემდეგ) და ასე მიმართავს ხელისუფლებას:

„საბოლოო ჯამში, თქვენ მოგიწევთ არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური ტყვეების გამოშვება. რაც უფრო ადრე მიხვდებით, რომ შეგიძლიათ კატასტროფის თავიდან აცილება, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ ნახოს ჩაუშესკუს და მისი ცოლის დაპატიმრების კადრები“.

მოკლედ, ეს ნაც-პროპაგანდისტი ქალბატონი, თავისი გუნდის სახელით პირდაპირ იმუქრება ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობით, როგორც ეს მოხდა ჩაუშესკუს ოჯახის შემთხვევაში.

და ბოლოს, ამ ყველაფერს აგვირგვინებს კიდევ ერთი ჟურნალისტის და უძველესი ნაც-პროპაგანდისტ დავით პაიჭაძის „იმედოფობიის“ შედევრი:

„მე ვუშვებ, მომდევნო ხელისუფლება სააკაშვილს გაასამართლებს იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა TV IMEDI-ის შენობა“.

ერთი სიტყვით, ნაც-პროპაგანდისტები არ მალავენ, რომ ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში „ოცნების“ ლიდერებს ოჯახების ამოწყვეტით, ხოლო ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენად მიჩნეულ „იმედის“ ტელევიზიას ბულდოზერებით მიწასთან გასწორებით ემუქრებიან.

ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს მისცემს ნეოლიბერალ ფაშისტებს ხელისუფლებაში კანონიერი გზით მოსვლის საშუალებას. ეს მათაც კარგად იციან და ამიტომაც ცდილობენ მუდმივად, გარეშე ძალის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების დაპყრობას, რისი გამოხატულებაც არის 12 წლის მანძილზე ყველა არჩევნების შედეგების არაღიარება და ამის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალებისათვის პირობების შექმნა“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები