ლადო ჯანელიძე: შევიყვაროთ კვლავ ერთმანეთი, აღარ გვინდა განსხვავებული აზრის დაბულინგება, ვცეთ ერთმანეთს პატივი, რადგან სიკეთესა და ერთმანეთის სიყვარულზე უკეთესი არაფერია
მომღერალი ლადო ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და საზოგადოებას ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო! მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რაზეც დარწმუნებული ვარ ყველა დამეთანხმებით.
შევიყვაროთ კვლავ ერთმანეთი, აღარ გვინდა განსხვავებული აზრის დაბულინგება, ვცეთ ერთმანეთს პატივი, რადგან სიკეთესა და ერთმანეთის სიყვარულზე უკეთესი არაფერია და უალტერნატივოა. ადამიანები ვართ, თან ძალიან პატარა ქვეყანა ვართ.
მე ყველა მიყვარხართ და უსიყვარულოდ ყოფნას რა აზრი აქვს?!“, – წერს ლადო ჯანელიძე.