თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია ტრანსფორმირებადი მოედანი, რომელიც გამოიყენება, როგორც
კალათბურთის, ფეხბურთისა და სხვა სპორტული აქტივობებისათვის, ასევე კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. შენობა მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. დაგეგმილია პანდუსებისა და სველი წერტილების მოწყობა, ამავე სართულზე გათვალისწინებულია დამხმარე
სათავსოები. მეორე სართულზე განთავსებული იქნება ცეკვისა და მუსიკის ოთახები, სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა და გამოსაცვლელები.

კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი როგორც მსუბუქი ავტომობილებისათვის, ასევე ავტობუსებისათვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები