მედია: ყაზახეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა,- ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რაკეტა გროზნოს თავზე, დრონების აქტიურობის დროს გაუშვეს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა.

„ევრონიუსს“ აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ ლაინერს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მფრინავები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ეკიპაჟი კასპიის ზღვის გაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გადაამისამართეს.

არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო.

რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის ტერიტორიის თავზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ლაინერის ფრენის დროს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები