რატი იონათამიშვილი: ყაველაშვილზე თავდასხმით თავს ესხმიან პატრიოტიზმს, ღირებულებებსა და ფასეულობებს

“ყაველაშვილზე თავდასხმით თავს ესხმიან პატრიოტიზმს, ღირებულებებსა და ფასეულობებს, ინაუგურაცია შედგება და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი გახდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა

“პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა მცდელობამ ფიასკო განიცადა.

„ოპოზიცია ცდილობდა, რომ არც პარლამენტი შეკრებილიყო, არც მთავრობისთვის გამოგვეცხადებინა ნდობა, არც სახელმწიფო ბიუჯეტი დაგვემტკიცებინა და არც პრეზიდენტი აგვერჩია, მაგრამ ყოველ ჯერზე ფიასკო განიცადეს. რა თქმა უნდა, ინაუგურაცია შედგება და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი გახდება. რაც შეეხება პიროვნულ კრიტიკას, იმ ადამიანებს, რომლებიც ყაველაშვილს თავს ესხმიან, არ აქვთ ის თვისებები რაც მას – პატრიოტიზმი, წესიერება, ტრადიციული ფასეულობები. ამიტომ, როცა თავს ყაველაშვილს ესხმიან, თავს ესხმიან პატრიოტიზმს, ღირებულებებსა და ფასეულობებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები