შსს-მ ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ორბელიანის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი ქალს ფიზიკურად უსწორდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები