“საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს” – მდინარაძე

“ახლა მომწერეს, ეს ქალი მთლად ლგბტ პროპაგანდისტი ყოფილა, ახლა უფრო ნათელია ყველაფერი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

მდინარაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ნანა დიხამინჯიასთან სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს.

“წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები