“როგორი არაქართული და ბინძურია აგენტს რომ ახვედრებენ ადამიანს” – მარიამ ლაშხი – მდინარაძის მეზობელს პასუხობს, რომელმაც დეპუტატს უთხრა ლაშხისთვის ეკითხა თუ რა გაუკეთებია

მმართველი გუნდის წევრი, მარიამ ლაშხი ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.

გავრცელებულ ვიდეოში დიხამინჯია მდინარაძეს მოუწოდებს, მარიამ ლაშხს ჰკითხოს – თუ ვინ არის და რა გაუკეთებია.

“ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს ჰკითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო… STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან. როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს”, – წერს მარიამ ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები