”სააკაშვილი ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან” – ვოლსკი

“სააკაშვილი ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან მოყოლებული, რეალურად, როდესაც ლაპარაკობდა სისხლის ღვრაზე, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დაპირისპირებაზე, ეს იყო მისი იდეაფიქსი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა გადარჩება და “სამშვიდობოს გავა”.

„დღეს, როდესაც ხედავს, რომ გარკვეული დაპირისპირება არსებობს, ფიქრობს, იქნებ მისი იდეები როგორმე ამ დაპირისპირების პლატფორმაზე განვითარდეს და ამ იდეებმა რაღაც დამაგვირგვინებელი ეტაპი პოვოს. ეს დამაგვირგვინებელი ეტაპი, როგორც მას წარმოუდგენია, იქნება ქვეყნის შეუქცევადი ნგრევის პროცესის დასაწყისი. ეს უსამშობლო ადამიანი ფიქრობს ამ გეგმით მოქმედებაზე და სათავეში თვითონ რომ ჩაუდგეს. წარმოუდგენია თავის თავი, რომ ქუჩაში მოდის და გარშემო ხალხი მას ადიდებს. ეს არის მისი ავადმყოფი ცხელი თავის ფანტაზიის ნაყოფი. ეს არ მოხდება, ქვეყანა გადარჩება, გავა სამშვიდობოს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ხასიათს შეიცვლის და ეს იმოქმედებს საქართველოს მდგომარეობაზეც, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები